მნიშვნელოვანირეგიონი

აქცია სოფელ იორმუღანლოში

აქცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – სოფელ იორმუღანლოში რამდენიმე თვის წინ დაკარგული მამაკაცის საქმის გამოძიებას ითხოვენ.

ადგილობრივები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და 42 წლის ნაზიმ ნაბიევის გაუჩინარების გამო, პოლიციას კონკრეტული ადამიანების დაკავებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, გამოძიებამ ის პირები უნდა დააკავოს, ვისაც მამაკაცი ბოლოს შეხვდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 6 იანვარს გავიდა.

ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მსხვილფეხა საქონლის შესაძენად წავიდა და თან 32 ათასი ლარი წაიღო.

ნაბიევი ერთ- ერთინადგილობრივის ოჯახში მივიდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.

თითქმის ექვსი თვეა, ახლობლებმა და სამართალდამცავებმა მის კვალს ვერ მიაგნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button