მნიშვნელოვანისაქართველო
აქცია „თელასის“ ოფისთან
თელასის ოფისთან კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მათ სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების
განმარტებით, თელასის ხელმძღვანელობა მათზე ზეწოლას ახდენს. ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაცია აიძულებს მათ, ხელი მოაწერონ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას.
კომპანიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულები კომპენსაციასაც მიიღებენ.