მნიშვნელოვანირეგიონი
აქცია თელავში-მევენახე-ფერმერები “სანიორე-მეღვინეობისგან” ჩაბარებული ყურძნის საფასურს სთხოვენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ადგილობრივი მევენახე-ფერმერები შეიკრიბნენ.
სოფლის ცენტრში შეკრებილი მევენახეები, სანიორეში მდებარე ღვინის ქარხანას “სანიორე-მეღვინეობისგან” ჩაბარებული ყურძნის საფასურს სთხოვენ.
მათი თქმით, დავალიანება ათასობით ლარს შეადგენს და მევენახეების განმარტებით, ეს ოჯახების შემოსავლის ძირითადი წყაროა.
მევენახეების უმრავლესობა ამბობს, რომ ყურძენი ბანკიდან გამოტანილი სესხით მოიყვანა და დავალიანების გასტუმრებას ვერ ახერხებს.
ღვინის ქარხნის წარმომადგენლები ფერმერებს არ პასუხობენ .
ამ დროისათვის, მევენახეები გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობენ