რეგიონი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 25 წლის შშმ პირი დაიკარგა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 25 წლის შშმ პირი დაიკარგა.
სოფელ პატარძეულში მცხოვრები, ოთო ჩოგაძე, სახლიდან 1 მარტის საღამოს გავიდა და მას შემდეგ, აღარ გამოჩენილა.
გაუჩინარებული მამაკაცის დის, თამარ ჩოგაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

” წუხელ, დაახლოებით საღამოს 8 საათიდან ცხრის ნახევრამდე პერიოდში სახლიდან გავიდა და დაიძრა დიდი ვარაუდით, პატარძეულიდან თბილისის მიმართულებით. აცვია შავი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსი. ბოლო კვალი,თითქოს ლილოს დასახლებაში იკვეთებოდა, მაგრამ ახლა გვითხრეს, რომ თითქოს დიღომში ნახეს მსგავსი მამაკაცი და ახლა, აქ ვეძებთ”- თქვა ჩოგაძემ.

ოჯახმა შშმ პირის გაუჩინარების შესახებ, პოლიციასაც აცნობა, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button