აქცია თელავში – თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

შეუნარჩუნდეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – ამ მოთხოვნით თელავის მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
ქალაქის ცენტრში თელავის საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას გულისხმობს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გაეგზავნება.