
დიდი ბრიტანეთში ყოველი მესამე მედიკოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) ცნობით, საერთო ჯამში კორონავირუსზე ტესტი 16 888 მედიკოსმა ჩააბარა, მათგან 5733-მა დადებითი პასუხი მიიღო. NHS-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია ინფიცირებული.
სამედიცინო პერსონალს შორის ინფიცირებულთა ასეთ მაღალ მაჩვენებელს გამოცემა თავდაცვის საშუალებების დეფიციტს უკავშირებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 89 571 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 11 347 გარდაიცვალა.