მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პირველი ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაზე დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდება

დანია მთელ თავის არტილერიას უკრაინას გადასცემს

„ფორინ პოლისის“ ცნობით, უკრაინა პირველ „ეფ-16“-ებს, სავარაუდოდ, ივნისში მიიღებს. ამის შესახებ გამოცემას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშასკასმა უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დაადასტურა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასაჯაროებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა ელოდება, რომ ფისკალური წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში 12 პილოტი გაივლის მომზადებას მოიერიშე თვითმფრინავების მართვაზე.

„უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აშშ-ის ფინანსური წლის დასრულებამდე თანამედროვე ავიაგამანადგურებლების მართვას 12 უკრაინელი პილოტი შეისწავლის“, – ნათქვამია სტატიაში.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ უკრაინისთვის „ეფ-16“-ების გადაცემა 2024 წლის პირველ კვარტალში მოხდებოდა.
„ვფიქრობ, ივნისში ჩვენ ვიხილავთ მათ (F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს) უკრაინაში“, – ციტირებს გამოცემა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუსაუსკასს.

Foreign Policy წერს, რომ იგივე დრო დაადასტურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილე სხვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

გარდა ამისა დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი არტილერია უკრაინას გადასცენ.

ფრედერიკსენი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას გადასცენ, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.

“უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ,” – თქვა დანიის პრემიერმინისტრმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ყველგან, სადაც რუსეთი რამე როლს თამაშობს, ის ნეგატიურ როლს ასრულებს, ამრევის როლს და მათ არ სურთ მშვიდობა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგანაც თუ მათ მშვიდობა არ სურთ და ახლა რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის, მაშინ ჩვენც უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ინდუსტრია. რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და ჩვენი თავდაცვისთვის აუცილებელია, დავიცვათ უკრაინა, რადგანაც უკრაინა ევროპას ეკუთვნის“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ თქვა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, 24 F-16 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button