მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
აქცია ზუგდიდში-დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ
ხმაური და აქცია ზუგდიდში – ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“ შენობაში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
მათი თქმით, შენობა, სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ, ნგრევადია, თუმცა ობიექტიდან მხოლოდ 7 ოჯახი გაიყვანეს, დანარჩენი კი დატოვეს.
დევნილები კომისიის გამოყოფას და მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლას ითხოვენ.
ნგრევად ობიექტში ჩასახლებული დევნილები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
ადგილზე სიტუაციის განმუხტვას სამართალდცველები ცდილობდნენ.