მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აქცია ზუგდიდში-“ევროპული საქართველო” აქციზის გაუქმებას ითხოვს

ევროპული საქართველოს ზუგდიდის ოფისმა საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა. ფრაქცია „ევროპელების“ თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, ამიტომ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები აღნიშნულ საკითხზე.

დღესვე აქციის მონაწილეებმა ქალაქში სტიკერები გააკრეს.

“ევროპული საქართველოს” ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნით აქცია არაერთხელ გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button