მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აქცია ზუგდიდში-რა პრობლემებზე ჩივიან დევნილები

ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში მცხოვრები დევნილების რამდენიმე ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს. მათი თქმით,15-მდე სხვადასხვა საამქრო, რომელიც მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს, მავნე ნივთიერებებს გამოყოფს და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

დევნილებმა დასახლების ცენტრალური შესასვლელის ჭიშკრის ბლოკირება მოახდინეს და საამქროების თანამშრომლები ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მათ ასევე სოლიდარობა ამ საამქროების თანამშრომელბმაც გამოუცხადეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა ბინებით დაკმაყოფილება. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ ბინებით არ დაკმაყოფილდებიან.

„მიზეზი ისაა, რომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. როცა არჩევნებია, ახლა მოგცემთ, ახლა მოგცემთ… სიმონიშვილთან წერილი, ტიკარაძესთან წერილი – არავინ ყურად არ იღებს ჩვენს საქმეს. დირექტორმაც გაგზავნა, არაფერი არ დაკმაყოფილდა. რატომ არ დაკმაყოფილდა?

დევნილობიდან ვცხოვრობთ აქ და გვინდა ბინებით დაკმაყოფილება. რამდენიმე წელია აქ ვცხოვრობთ. ჯერ დაიწყეს ექსპერტიზის საბუთით, ის გავაკეთეთ. ახლა ქულებითო და ქულები არ გვაქვს იმდენი, რომ გაგვიყვანონ. ვითხოვთ ამ ტერიტორიიდან გაყვანას. საამქროები მუშაობს. კვამლი ისეთია, გვაწუხებს სუნი”, – აცხადებენ დევნილები რადიო თბილისთან.

მათ ჯერ-ჯერობით დევნილთა სამმართველოდან არავინ გამოხმაურებია. ისინი აქციების გამართვას ამ უწყების შენობასთანც გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button