მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია დააკავა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ პოლიციის კორდონს მოუარეს და სკანდირებდნენ, რის შემდეგაც ისინი პოლიციელებმა სავარაუდოდ, დააკავეს.
როგორც გაირკვა ალბი კორძაია სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოს იღებდა, სადაც ბოლო კადრში ჩანს, რომ პოლიცია, სავარაუდოდ, მათ დაკავებას ცდილობს.
მანამდე პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ კაცი “იგინებოდა და ამიტომ დააკავეს”.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გრძელდება.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან, სავარაუდოდ დააკავებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button