მნიშვნელოვანირეგიონი

აქციაზე დაკავებული საკრებულოს წევრის პროცესი გადაიდო

თბილისის საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

გადადების საფუძველი ეძგვერაძის ადვოკატის შუამდგომლობა გახდა, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად და არგუმენტების წარსადგენად, დრო მოითხოვა.

ეძგვერაძის საქმეზე საქმის განხილვის კონკრეტული დრო, ჯერ უცნობია, თავად ეძგვერაძე დარბაზიდან არის განთავისუფლებული.

თავად საკრებულოს წევრმა განმარტა, რომ მას გადაცდომა არ ჩაუდენია, მხოლოდ ოკუპაციის კანონის დამრღვევ პირებზე, პოლიციისათვის ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა.

ირაკლი ეძგვერაძე წუხელ სასტუმრო ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცავები ეძგვერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით გათვალისწინებული , პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button