მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აქციების მიუხედავად “ენკა”სამუშაოების გაჩერებას არ აპირებს

ნამოხვანჰესის მოწინააღდეგეთა აქტიური პროტესტის მიუხედავად, კომპანია “ენკა” ჰესის მშენებლობის გაგრძელებას მაინც აპირებს.

“იმის გათვალისწინებით, რომ იყო მოლოდინი აქტივისტების მსგავსი ქმედებებისა აქ, რომელსაც შეიძლება გამოეწვია გარკვეული პროვოკაციები, ჩვენის მხრივ მივიღეთ გადაწყვეტილება – მინიმუმამდე დავიყვანეთ ოპერირება.

ეს ჰესი არის საწინადრი ქართული ენერგოდამოუკიდებლობის, ეს არის ქართული პროექტი. დიახ, ეს ჰესი აშენდება, ეს ჰესი აშენდება ქართველი ხალხისთვის, ამ ქვეყნისთვის და მოუტანს არაერთ სიკეთეს ჩვენ მოსახლეობას”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი, მერაბ ლომინაძე.

შეგახსენებთ, “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა, 23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადმოინაცვლა, 26 მაისს“ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეებმა დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეთა მოტხოვნები უცვლელია,დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა,ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button