მნიშვნელოვანისიახლეები

აქციებმა დაგვანახა, რომ ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ოპოზიციის მიერ არჩევნების წაგებას აცნობიერებს-წილოსანი

ოპოზიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არ გამოუვიდა ის დესტრუქცია და პროვოკაცია-კირცხალია

აქციებმა დაგვანახა, რომ ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ოპოზიციის მიერ არჩევნების წაგებას აცნობიერებს, ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა აღარ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, აქციების დაგეგმვის პროცესი ძალიან სასაცილოდ მიმდინარეობს და აღარავის სურს, „ამ სიგიჟეში მიიღოს მონაწილეობა“.
„აქამდე თუ ვიტყოდით, რომ რეპუტაციისგან და გარკვეული მორალისგან დაცლილია, ახლა შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ინტელექტისგანაც დაცლილია. ოპოზიციის გეგმა, რომელიც არ არსებობს და რომელსაც ნამდვილად ვერ შესთავაზებენ, ამ დაბალი ინტელექტის ნათელი მაგალითია. ზურა ჯაფარიძე საკუთარ მხარდამჭერებს რაღაც უნიკალური, გამორჩეული გეგმის შეთავაზებას ჰპირდება, თუმცა, ვეჭვობ, მისი რესურსი მხოლოდ და მხოლოდ ისეთ აქტივობას სწვდება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გააკეთა. ამაზე მეტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ მათ მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მორალი აძლევთ უფლებას, ამ ყოვლად წარმოუდგენელი პოლიტიკოსების გვერდით იდგნენ და ის უმსგავსობები აკეთონ, რასაც განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ.
ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებმა კარგად დაგვანახა რამდენიმე რამ: ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო. შესაბამისად, ისინი აქციებზე არ გამოდიან და აქციებს სათანადო მუხტი არ აქვს; ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა აღარ აქვს. წინასაარჩევნო განცხადებებში მათი პატრონების მიერ ჩადებული რესურსი იყო, როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით დამარცხებული, წაგებულია, მხარდაჭერა გარედანაც დაიცალა. ამ დღეების განმავლობაში იმდენად წარმოუდგენელ, ამორალურ, ბინძურ და სადისტურ მოქმედებებს ახორციელებენ, რომ ახალი ადამიანების მობილიზებას ვერაფრით შეძლებენ. აქციების დაშლას წინ უძღვის და აქვს ის შინაარსი, რომ ოპოზიციის მხარეს არ არსებობს მხარდაჭერა სიგიჟის, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აღარავის უნდა, ამ სიგიჟეში მიიღოს მონაწილეობა. მით უფრო, რომ აქციების დაგეგმვის პროცესი ძალიან სასაცილოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ოპოზიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არ გამოუვიდა ის დესტრუქცია და პროვოკაცია, რომელიც გათვლილი ჰქონდა, თბილისის ქუჩებში პარაზიტირებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა ლეგიტიმაციაც აქვთ მათივე ამომრჩევლის მხრიდან.
„ადამიანები, რომლებიც პარაზიტირებენ, მოწოდებულნი არიან, რამენაირად ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, უსამშობლოთა გაერთიანებაა, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ – ამ პათოსით და სულისკვეთებით მოდიან. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ოპოზიციაშიც ასე არიან. ზუსტად იმავეს აგრძელებენ. რა გეგმა უნდა ჰქონდეთ? პარაზიტირების და ხალხის გაღიზიანების გეგმა ექნებათ, მაგრამ არა უშავს, ხელისუფლება და შესაბამისი ინსტიტუციები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ნებისმიერი უკანონო ქმედება, ნებისმიერი მათი ბინძური პარაზიტირების, დესტრუქციის თუ პროვოკაციის ჩანაფიქრი აღმოფხვრილი იქნება. მათი სულისკვეთება და სახე ძალიან კარგად ვიცით. ვიცით, რა უდევთ და უტრიალებთ თავში. ეს ფილმი უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button