მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
აქციის მონაწილეები პარლამენტთან რჩებიან
საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ღამე კარვებში გაათენეს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ რომ საკანონმდებლო ორგანოსთან “კარვების ქალაქი” ერთპარტიული პარლამენტის შეკრებამდე არ დაიშლება. სამოქალაქო აქტივისტები პირველი სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ,ოპოზიციური სპექტრი კი მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბება და საბოლოოდ გამოუცხადებს ბოიკოტს ახალ პარლამენტს.
ოპოზიცია საერთო დეკლარაციის გაფორმებასაც გეგმავს, სადაც მთავარი მოთხოვნები: ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება აისახება.
მოვისმინოთ აქციის მონაწილეების, ლაშა ჩხარტიშვილის და დავით ნებიერიძის ხმები