მნიშვნელოვანისაქართველო
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დღეს ისევ შეიკრიბებიან. მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.
შეკრება პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე იგეგმება. აქციის ორგანიზატორები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
„ერთი მოთხოვნა დარჩა შესასრულებელი, გახარიას გადადგომა. ამ მოთხოვნის შესრულებამდე ეს აქციები გაგრძელდება. ყოველ დღე საქართველოს სამსახურში 19:00 საათზე. არ ვიცით რამდენად უსასრულოდ, ეს გადაწყვიტოს გახარიამ და მისმა უფროსობამ. ხელისუფლებას სანამ გონს არ მოეგებიან ელოდებათ ბევრი მშვიდობიანი, მაგრამ მტკივნეული სიურპრიზები ჩვენი მხრიდან,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორ
მა მიშა მშვილდაძემ.