მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეები შსს მინისტრისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელისკენ გადაინაცვლა, სადაც შსს მინისტრისთვის, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ. პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ რჩება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დავრჩეთ. ამასთან, მათივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ფაქტის გამო, მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს.

„სირცხვილის კორიდორი გომელაურს”- აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button