მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

აქციის მონაწილეები ცესკოსკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები ცესკოსკენ მიემართებიან – შესაბამისი მოწოდებით, რუსთაველზე მყოფ ხალხს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა.

„ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს. სანამ შეხვედრა არ შედგება, არცერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოთეტური დაპირებისა არ სჯერა. რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოთქმასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღსრულება. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი, მაგრამ შეუწყვეტელი იქნება და არ იქნება ინტერვალი. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა ყველა ერთად ვინც კი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ, წავიდეთ და დავრჩეთ, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. იქ ვიდგებით ყველანი. ელბაქიძის დაღმართით ჩავალთ და არ გეგონოთ, რომ ეს არის გადაადგილება გადაადგილებისთვის. იქ არის ქაჯეთის ციხე ახლა. იმ შენობაში არავინ არ უნდა შევიდეს და არავინ არ უნდა გამოვიდეს. ჟვანიას პოლიტიკური თავი აუცილებლად სახლში უნდა წავიდეს. ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. მერწმუნეთ, ოპოზიციას აქვს გაწერილი გეგმა და ამ გეგმით უნდა ვიაროთ. უახლოესი დღეები განისაზღვრება დღეს ხვალ და ზეგ, მინუმუმ 10 წლის განმავლობაში. მშვიდად, მტკიცედ, ყიჟინით ვიძვრებით ცესკოსკენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

რამდენიმე საათის წინ, ოპოზიციამ მთავრობას მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი პირველი, 20:00-სთ-მდე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენება, შემდგომ კი ხელახალი არჩევნების დანიშნა იყო.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button