მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველები მეტროდან ამოსულ მოქალაქეებს ჩხრეკენ

საქართველოში პროტესტის მე-7 დღეა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ხმაურია.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მეტროდან ამოსული მოქალაქეების ნაწილს ჩხრეკს, ასევე ამოწმებს ჩანთებს და პარკებს, რითაც ისინი გადაადგილდებიან.

როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ახდენენ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ.

„ეს ჩხრეკა არ არის, ზედაპირული დათვალიერებაა. ყველა არ მოწმდება. ზედაპირული გადამოწმება, ანუ საწინააღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. კანონი პოლიციის შესახებ, 22-ე მუხლი. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა: პირველი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა – პოლიციას უფლება აქვს გადაამოწმოს მოქალაქე. ზედაპირული დათვალიერება წლების განმავლობაში ხდება. ამის შესაძლებლობას გვაძლევს კანონი. არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, ოპერატიული და არ გვაქვს უფლება ამაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა სამართალდამცავმა.
სწორედ აღნიშნული რეიდის ფარგლებში, რამდენიმე წუთის წინ, მოქალაქე მათ შეეპასუხა, რის გამოც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. აღნიშნულის გამო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური იყო.

„მომიტინგეებს არ ეძლევათ პარლამენტისკენ გადაადგილების საშუალება და საშუალება იმის, რომ აქციას შეუერთდნენ. ეს არის ხელისუფლების ტერორი და დაშინება“, – აცხადებენ მოქალაქეები.
მათი დაკავების პროცესში მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ვითარება განმუხტულია.

პროტესტის მე-7 დღე რუსთაველის გამზირზე – 9 აპრილის ქუჩაზე ზუსტად 19:00 საათიდან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებული – 9 აპრილის ქუჩაზე დემონსტრანტთა მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფება, გაცილებით მეტი დემონსტრანტი უშუალოდ რუსთაველის გამზირზეა, რომლებმაც შეკრება 7 საათის შემდეგ დაიწყეს. მათ საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით რვის ნახევრისთვის გადაკეტეს.

აქციის დაწყებიდან, პროტესტი მშვიდად მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა უკვე რამდენჯერმე პიროტექნიკა გამოიყენეს, იყო ჯებირზე ბრახუნიც.

პერიოდულად ისმის სასტვენების ხმა, რაც მოყვება იმას, რომ პარლამენტის შენობის კედელზე ლაზერით იწერება “იხმაურეთ”, რის შემდეგაც დემონსტრანტები იწყებენ ხმაურს.

ამ დრომდე საპოლიციო ძალებს რაიმე ღონისძიება დემონსტრანტების ქმედებების საპასუხოდ არ განუხორციელებიათ.

უშუალოდ რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან დემონსტრანტები, სამართალდამცველები ტერიტორიაზე არ ჩანან. ადგილზე იმყოფება ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

თბილისში დემონსტრაციები უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე აღარ მოითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button