აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მარში დააანონსეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს საპროტესტო მარში დაანონსეს.
მათი განცხადებით, მარში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება, რომლის მონაწილეები მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
„4 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარში. მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დავიწყებთ და მოვალთ პარლამენტამდე ამერიკისა და საქართველოს დროშებით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრობას აშშ-სთან და გამოვხატავთ მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიღებისთვის“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა – გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა არის ერთობა.
„რეჟიმი ვერ იმარჯვებს – ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე სწორედ ერთია – ეს არის ერთობა, სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.