აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს

დაპირისპირება გრძელდება საქართველოს პარლამენტთან.აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს . ისინი სამართალდამცველების მისამართით ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესვრიან
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ჯებირების მოხსნას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
ადგილზე იმყოფება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტს ალყა შემოარტყან.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ამასთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან არის განთავსებული.
აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ცოტა ხნის წინ ალყა შემოარტყეს. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ადგილზე ვითარება უკიდურესადაა დაძაბული. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.