მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ოკაცეს კანიონზე მუშა დაიღუპა

ოკაცეს კანიონზე მუშა დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ფეხი აუცურდა და 70 მეტრი სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.
სამაშველო ბრიგადამ ხევიდან ის ცოცხალი ამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ადგილზე სამუშაოებს კომპანია “ინტერ ტექნოლოჯი“ ახორციელებს.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოისმინეთ ადგილობრივი მკვიდრის, ლამარა კინწურაშვილის კომენტარი, რომელიც “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.