მნიშვნელოვანისიახლეები

,,აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის მიმართულებითაც,,-შსს

აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის შენობის მიმართულებითაც, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო პიროტექნიკის გამოყენება, მათ შორის პარლამენტის შენობის მიმართულებითაც, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილე პირებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.
31 მარტს პარლამენტის ქვედა მხარეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებიდან რამდენიმემ ისროლა პიროტექნიკა პარლამენტის სასახლის მიმართულებით. მოგვიანებით პიროტექნიკა ისროლეს პარლამენტის ზედა მხარეს, ძმები ზურაბაშვილების ქუჩიდანაც.

დემონსტრანტთა ნაწილს სახე დაფარული აქვს.

„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დეკემბრიდან აკრძალულია აქციებზე როგორც სახის დაფარვა, ასევე პიროტექნიკის გამოყენება.

ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლებიც, – როგორც უკანა შესასვლელთან, ასევე ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გადაღმა, ოლივერ ვორდროპის ბაღში.

მსგავსი პოსტები

Back to top button