აქციით დაიწყო კახეთში რთველი 2015
საპროტესტო აქციით დაიწყო დღეს კახეთში “რთველი 2015”. აქცია მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან.
გლეხები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციაზე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა იმყოფება. იქ მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
კახეთში რთველი დღეს დაიწყო. როგორც რადიო „ჰერეთს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა , გიორგი სამანიშვილმა განუცხადა, სახელმწიფო დღეიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს.
სამანიშვილის თქმით, სახელმწიფო მწიფე 1 კგ რქაწითელში და მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი, რაც ჯამში 60 თეთრს შეადგენს.
ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს სახელმწიფო გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს. სწორედ ეს ფასებია მიუღებელი კახელი მევენახეებისთვის.