მნიშვნელოვანი

„არ არის გამორიცხული, არსებობდეს უკანონო მოსმენების ალტერნატიული შესაძლებლობა“ – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი გოცირიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატი ფარული მოსმენების განხორციელებაზე ზედამხედველის უფლებით სარგებლობს, არ არის გამორიცხული, არსებობდეს უკანონო მოსმენების ალტერნატიული შესაძლებლობა, რაზეც ინსპექტორს ხელი არ მიუწვდება.

ამის შესახებ გიორგი გოცირიძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პერსონალურ მონაცემთ დაცვის ინსპექტორი უკანონო მიყურადების შესაძლო ფაქტზებზე პროაქტიულად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც რეაგირებდეს.

შეგახსნებეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყეტილება და ე.წ. გასაღები მოსმენებზე არა ნეიტრალურ ორგანოს, არამედ სუსის დაქვემდებარებაში შექმნილ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს გადასცა.

მოისმინეთ გიორგი გოცირიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button