მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არ არის გამორიცხული რუსეთმა უკრაინაზე შეტევა ომის წლისთავზე სცადოს

რუსეთმა ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია განახორციელა და მასშტაბური შეტევა, შესაძლოა, 24 თებერვალს დაიწყოს
რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსეთს სიმბოლიზმი უყვარს, სწორედ ამიტომ ელოდება მინისტრი შეტევის განახლებას 24 თებერვალს. მისივე თქმით, შეტევას სავარაუდოდ დონბასზე ან ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე მიიტანენ.

“ჩვენ არ შეგვიძლია ინიციატივა დავკარგოთ…ვფიქრობთ, ისინი ცხოვრობენ სიმბოლიზმით, შესაბამისად შეეცდებიან რამე მოიმოქმედონ 24 თებერვალს. რაც შეეხება რუსეთში მობილიზაციაზე – ოფიციალურად აცხადებენ, რომ 300 000 კაცის მობილიზაცია განხორციელდა, თუმცა როცა ჩვენ ვხედავთ ჯარს ჩვენს საზღვრებთან, ჯარის მოცულობა გაცილებით დიდია “, – თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის შეტევა, შესაძლოა, ორი მიმართულებით, დონბასსა და სამხრეთში წარიმართოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button