არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები-შსს ლომაჯარიას მოთხოვნას ეხმაურება
5 ივლისის საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ზურაბ მახარაძესა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალდება წარუდგინონ. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
“მე რაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს კონკრეტულ პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს”, – ამბობს დარახველიძე.
შეგახსენებთ , სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პროკურატურას მიმართა, რომ 5 ივლისის საქმეზე ზურაბ მახარაძისა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა.