,,არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება,,-ნეთანიაჰუ

იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად პორტზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს ჩვენი მტრისთვის, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი ყველანაირად და ყველა ფრონტზე დაიცავს თავს და ყველა, ვინც მას ზიანს აყნებს, მძიმე ფასს გადაიხდის.
„მე მაქვს მესიჯი ისრაელის მტრებისთვის – ნუ შეცდებით ჩვენთან მიმართებააში“, – თქვა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო განცხადებაში და დასძინა:
„ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის აგრესიისთვის. პორტი, რომელსაც ჩვენ თავს დავესხით, არ არის უდანაშაულო პორტი. ის გამოიყენებოდა, როგორც შესასვლელი პუნქტი ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ მიწოდებული სასიკვდილო იარაღისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს გააძლიეროს ზომები ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ.
“ვისაც სურს იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დადგეს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ – იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ალ-ჰუდაიდას პორტზე თავდასხმა იყო პირდაპირი პასუხი პარასკევის სასიკვდილო თავდასხმაზე თელ-ავივში, რომელზე პასუხისმგებლებლობაც იემენელმა ჰუთებმა აიღეს.
“პორტი, რომელსაც ჩვენ თავს დავესხით, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. იარაღი, რომელიც ჰუთებს ირანისგან მიწოდებოდა სწორედ ამ დერეფანს გადიოდა. ისინი იყენებდნენ ამ იარაღს ისრაელზე თავდასხმისთვის, რეგიონის სახელმწიფოებსა და მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო ხაზებზე თავდასხმისთვის”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ითვლება, რომ ჰოდეიდაზე თავდასხმა ისრაელის პირველი დარტყმაა იემენის მიწაზე მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ღაზაში ჰამასთან კონფლიქტი დაიწყო.
ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 – დაშავდა. აღნიშნულ იერიშამდე ერთი დღით ადრე „ჰუსიტებმა“ თელ-ავივზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ისრაელის მიერ იემენის ჰოდეიდას პორტთან „ჰუსიტების“ სამიზნეების დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ „ჰუსიტების“ მიერ მართული ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე მასშტაბური იერიში გუშინ მიიტანა. ისრაელის სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე „ჰუსიტების“ უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ თელ ავივში აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ჰუსიტები“ ჰოდეიდას პორტს ირანისგან იარაღის მისაღებად იყენებენ.
ისრაელის განცხადებით, იემენზე დარტყმამდე მან მოკავშირეებს ინფორმაცია მიაწოდა. ოპერაცია „ეფ-15“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით ჩატარდა, რომელთაგან უკან ყველა უსაფრთხოდ დაბრუნდა.
„ჰუსიტების“ უზენაესი პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ისრაელის დარტყმებს „ეფექტიანი რეაგირება“ მოჰყვება.
გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა იემენში, შიიტი ჰუთების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანეს.