რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი 64 დღეა გრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარვები გაშალეს-ბათუმში პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადადიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე ასევე მარშით მივიდნენ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე უკვე 64 დღეა ითხოვენ აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
ბათუმი წინააღმდეგობის ახალ ფორმაზე გადადის. პოლიციის ძალადობის მიუხედავად 64-ე დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ხელახალ არჩევნებს, მზია ამაღლობელისა და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ორი კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეებო პროტესტის 24 – საათიან რეჟიმზე გადადიან.