არ დავუშვებ ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადებას-ირაკლი ღარიბაშვილი
ვგეგმავთ ბიუჯეტის გაზრდას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ურბანული განვითარების პროგრამას თელავისთვის-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კახეთში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, თელავში დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები და ქართული ოცნების ოპონენტისთვის ხმის მიცემა, სირცხვილია.
მე განსაკუთრებული ემოცია მაქვს კახეთისა და თელავის მიმართ, 30 ოქტომბერს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდ არჩევნებს, მობილიზაცია გვაქვს გამოცხადბული, რომ არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. თელავში გვყავს საუკეთესო კანდიდატი და მას უპირისპირდება ბოტკოველი, რომელიც არის სააკაშვილის სახე. ის არის კოლექტიური უბირია და სირცხვილია ამ ადამიანისათვის ხმის მიცემა. ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, ამის საფუძველს მაძლევს ის წინასწარი განწყობა და გამოკითხვები, რომლებიც გვაქვს თელავში. თელავი მიიღებს განვითარებას და მიიღებს პროგრესს”- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ- მინისტრი, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს პროტოკოლს.
” სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი. სააკაშვილი არის სიმულიანტო, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას.თვითონ, თავისი ნებით შიმშილობს, ამიტომ დაემორჩილოს ციხის ადმინისტრაციას და პროტოკოლს. როცა პრეზიდენტი იყო, ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა და ჩაგრავდა ხალხს, ართმევდა სახლებს, ბიზნესს.ახლა ჩამოვიდა თავისი უგუნური მოკლე ჭკუით და ჩაჯდა ციხეში. ის ვერ იქნება პროვილეგირებული”-განმარტა ღარიბაშვილმა.
პრემიერი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ალბათობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ არ დაუშვებს ვაქცინაციის მანდატორულად გამოცხადებას.
“ცალსახად მინდა ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ- მინისტრი, არ დავუშვებ ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადებას. ჩვენ შემოვიტანეთ მილიონობით ვაქცინა და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა ვაქცინაციის უალტერნატივობაში. უნდა ვენდოთ მეცნიერებას- განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, პრემიერ- მინისტრი, წინანდალში ქართული ოცნების თელავის წარმომადგენლობას ხვდებოდა.
30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თელავის მერის თანამდებობის მოსაპოვებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები იბრძოლებენ.