მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
არ გამოვრიცხავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს-მამუკა ხაზარაძე
პარტია “ლელომ” შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.
„თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტსაც, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, უნდა დამთავრდეს ხელშეკრულების და სიტყვის უპატივცემულობა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ე.წ. გადაგდებების სერია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მან საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა
შეგახსენებთ,”ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად დღეს გამოაცხადა.