მსოფლიოსიახლეები

“არ გამოვრიცხავ პრეზიდენტად კენჭისყრის შესაძლებლობას”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ თუკი კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორება იქნება მიღებული, იგივე თანამდებობაზე ახალი ვადით იყაროს კენჭი. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სახელწოდებაა: „რუსეთი, კრემლი, პუტინი“.

„ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ კენჭისყრის შესაძლებლობას, თუკი ეს აისახება კონსტიტუციაში, ვნახოთ.” – განაცხადა პუტინმა.

მანვე მაღალჩინოსნებს მოუწოდა, ნუ მოძებნიან მის შემცვლელს ახლა და თავისი უშუალო სამსახურით დაკავდნენ. „მუშაობაა საჭირო და არა შემცვლელის ძებნა.” – განაცხადა პუტინმა.

„იცით, ახლა აბსოლუტურად ღიად გეტყვით: თუკი ეს არ იქნება [კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება], ორი წლის შემდეგ, ეს ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი, ნაცვლად ნორმალური რითმული მუშაობისა, ხელისუფლების ძალიან ბევრ დონეზე დაიწყება თვალების ცეცება შესაძლო შემცვლელის საძებნელად.” – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button