მნიშვნელოვანირეგიონი

“არ გამოვრიცხავ, შეიქმნას ფრთა, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს პრორუსულ ძალებთან საქართველოში”-ლომთაძე

“არ გამოვრიცხავ, შეიქმნას ფრთა, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს პრორუსულ ძალებთან საქართველოში”- ასე გამოეხმაურა ოპოზიცია ლაგოდეხის საკრებულოდან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და პარტიიდან წასვლას.
საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ევა ლომთაძე, ამბობს, რომ ღამბაშიძე დამოუკიდებლად მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

” გაგა ღამბაშიძე არ არის ის პიროვნება ასეთი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო.ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მაღლა მიიღეს. ეს განცხადება სინქრონშია პარლამენტის ოცნებიდან წასული დეპუტატების განცხადებებთან. არ გამოვრიცხავ, შეიქმნას ერთიანი ფრონტი, რომელიც ღიად, აქტიურად ითანამშრომლებს პრორუსულ ძალებთან საქართველოში”- განაცხადა ლომთაძემ.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და პარტია და “ქართული ოცნება” გიორგი ღამბაშიძემ გუშინ დატოვა.
განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დეპუტატი განმარტავს, რომ მოსახლეობამ მეტი უნდა იცოდეს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button