მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

20 წლის ჰაკერმა მოქალაქეებს 27 546 ლარი გამოსძალა

თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების Facebook გვერდებზე, განახორციელა მათ მეგობრებთან მიმოწერა, შეცდომაში შეიყვანა ისინი და საკუთარ ანგარიშზე, მოტყუებით ჩაარიცხვინა სხვადასხვა ოდენობის თანხა. ასევე, მოტყუებით დაეუფლა მათი საბანკო პლასტიკური ბარათების მონაცემებს და ანგარიშებზე არსებული თანხები საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა.

„ა. ბ. დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button