ბრაზილიაში მიტინგის დარბევის კადრები გავრცელდა[VIDEO]

ბრაზილიურმა ტელეკომპანიებმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გადაღებული მშვიდობიანი მიტინგის დარბევის პირველი კადრები გაავრცელეს.

ქალაქ კურიტიბაში, მასწავლებლებმა და სახელმწიფო მოხელეებმა ახალი კანონის შემოღება გააპროტესტეს, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს. შეტაკება ადგილობრივი საკანონმდებლო ასამბლეის შენობასთან მოხდა. 2 ათასმა პოლიციელმა, მომიტინგეების დასაშლელად, ცრემლმდენი გაზი და პლასტიკური ტყვიები გამოიყენა. 213 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button