მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არ შეიძლება, 6 წელი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომაროებაში”

პრეზიდენტი ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს.

გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჯერ კიდევ 2016 წელს ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის დატოვებისთვის ყველაფერი გააკეთა.

მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბების პერსპექტივა არც ახლა ჩანს და ეს მარგველაშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ დიდი შეცდომაა.

პრეზიდენტის აზრით, მმართველ ძალას მესამე პოლიტიკური პოლუსის შექმნის მცდელობა 2016 წელს რომ არ ჩაეხშო, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 300 ათასით არ გაიზრდებოდა.

მოისმინეთ გიორგი მარგველაშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button