მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“არ ვეთანხმებით სესხის აღების ნაწილში პრეზიდენტის განცხადებას”-გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის კრიტიკას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ევროკავშირისგან სესხის აღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ობიექტური ინფორმაცია არ აქვს.

“არ ვეთანხმებით სესხის აღების ნაწილში პრეზიდენტის განცხადებას, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე, თუ რამდენად საჭიროა ამა თუ იმ მომენტში კონკრეტული ფინანსური ოპერაციის შესრულება, რისი რესურსი ბუნებრივია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნია, ანუ, მას არ ექნება ობიექტური სურათი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა სესხის აღება კონკრეტულად ამა თუ იმ პერიოდში,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე მთავრობის მიერ გაცხადებულ უარს საქართველოს პრეზიდენტი 2 სექტემბერს გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა

ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობის შესრულება.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება “თავს შეიკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button