“არა ართანა ჰესს” – საპროტესტო აქცია თელავში

თელავის მუნიპალიტეტის სოფელ ართანის მცხოვრებლებმა ართანაჰესის მშენებლობა გააპროტესტეს და კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის გადახედვისკენ მოუწოდეს.

თელავის საკრებულოში სწორედ ამ საკითხის საჯარო განხილვა მიმდინარეობდა, სადაც მოსახლეობამ ჰესის მშენებლობაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად ეკოლოგიური კატასტროფა დაასახელა. სხდომის შემდეგ კი აქცია გაიმართა.

ჰესი შპს “ართანა ლოპოტამ” და მისმა ქვეკონტრაქტორმა კომპანია “გამა კკონსალტინგმა” უნდა ააშენონ. “გამა კონსალტინგის” წარმომადგენლები მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებენ. ისინი აცხადებენ, რომ ჰესის შენებლობის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომელიც სოფლად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინეს.

შპს “ართანა ლოპოტას ხელმძღვანელი თემურ ილარიონი პირობას დებს, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მოხდება სოფელში ახალი ამბულატორიის აშენება, სანიაღვრე არხების მოწყობა და ადგილობრივების დასაქმება.

საჯარო განხილვამდე სოფელ ართანის მოსახლეობამ აქცია გამგეობის შენობის წინა გამართა. აქციების მიუხედავად, კომპანიები მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button