რეგიონი

“არა გენოციდს”-ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე ბუჩას ტრაგედია გააპროტესტეს.

“არა გენოციდს”-ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე ბუჩას ტრაგედია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს და უკრაინის დროშებით შეიკრიბნენ და სანთლებით ხელში პატივი მიაგეს ომში, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულებს.

შეკრებილებს ეკავათ ბუჩას ტრაგედიის ამსახველი ფოტოსურათებიც.

პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ისინი გმობენ რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდს. განსაკუთრებით შემზარავი კი ის ფაქტები აღმოჩნდა, რაც ბუჩაში მოხდა.

დეპუტატი ამბობს, რომ შემთხვევითი არ არის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შეკრება და დანაშაულებრივი ქმედებების გაპროტესტება.

“ანაკლიიდან რამდენიმე კილომეტრში არის აფხაზეთი. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ გენოციდი და ეთნიკური წმენდა რუსეთმა განახორციელა აფხაზეთში, განახორციელა გაგრაში. განსაკუთრებით სოხუმში და ოჩამჩირეში. სამარცხვინოა, რომ ხელისუფლებას აქვს ეს კოლაბორაციონასტული დამოკიდებულება და ვერ ბედავს ღიად ილაპარაკოს იმაზე, რომ მთავარი დამნაშავე არის რუსეთი და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი, იმისთვის რომ ხოცავდნენ ბავშვებს. არასდროს არ უნდა შეეძლოს რუსეთს, ასე როგორც მოუნდება, ტერიტორიების მიტაცება, ქვეყნისთვის სუვერენიტეტის წართმევა”-უთხრა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს.

ენმ-მ სოლიდარობის აქცია დღეს ქვეყნის მასშტაბით გამართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button