არა ჰომოფობიას – თბილისში აქცია დასრულდა

ჰომოფობიის დღისადმი გამართული აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულებულია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა  და ლგბტ პირებმა მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

დღეს, 17 მაისს დილიდან აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეციალური სამარშრუტო ტაქსებით მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

დილიდანვე აქციასთან მისასვლელი თითქმის ყველა ქუჩა ჩაიკეტილი იყო.

შეკრებილებმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და ძალადობა გააპროტესტეს.

მოგვიანებით მათ მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია სპეციალური სამარშუტო ტაქსებით დატოვეს.

17 მაისი აღიარებულია ძალადობის დაგმობისა და სოლიდარობის გამოხატვის დღედ ლგბტი ადამიანების მიმართ. აქციის ორგანოზიატორებმა ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელეს:

“ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, უფრო და უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულებები ლგბტი ჯგუფის წევრთა მიმართ, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ლესბოსელი, გეი ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სხვა მოქალაქეების თანასწორად. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ გენდერსა და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე ძირითადად „მორალისა“ და „ტრადიციების“ კონტექსტში განიხილება და იგნორირებული რჩება საკითხის უფლებრივი და სოციალური ასპექტები. სახელმწიფოს არასეკულარული პოლიტიკის გამო, ლგბტი თემისა და მათი მხარდამჭერებისთვის დღემდეპრობლემურია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button