მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“არა ომს. არა იარაღის გაგზავნას”, -აქცია იტალიაში

შაბათს იტალიის დედაქალაქ რომში ათიათასობით იტალიელი გამოვიდა აქციაზე უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად.

მშვიდობის გარდა, იტალიელები ითხოვდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას.

ხალხს ეკავა ბანერები „არა ომს. არა იარაღის გაგზავნას“. იტალია, ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას და ამარაგებდა მას იარაღით.
დემონსტრანტების თქმით, იარაღის გაგზავნა არ უწყობს ხელს ომის შეჩერებას, არამედ იარაღი ხელს უწყობს ომის გაჩაღებას და კონფლიქტი გაჭიანურდა უკრაინის შეიარაღებით, რასაც „ეკონომიკური შედეგები აქვს იტალიისთვის.

ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი იტალია უკრაინას ომის დაწყებიდანვე უჭერს მხარს, მათ შორის იარაღის მიწოდებით ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და უახლოეს მომავალში კიევი მეტ შეიარაღებას მიიღებს. მაგრამ ყველა არ ეთანხმება მელონის პოზიციას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.

საერთო ჯამში, რომის პოლიციის ცნობით, დაახლოებით 30,000 ადამიანი მონაწილეობდა შაბათის საპროტესტო აქციებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button