მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2024 წლის 1-ელი მარტიდან ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს.

ბულგარეთი 1-ელი მარტიდან რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული საინფორმაციო სააგენტო BGNES-ი ავრცელებს.

„დღეიდან ჩვენს ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა შედის ძალაში, მას შემდეგ რაც 1-ელ იანვარს ასევე აიკრძალა რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

აკრძალვის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა. 2023 წლის შუა პერიოდიდან ბულგარეთის პარლამენტში დებატები მიმდინარეობდა. საპარლამენტო პარტიების ნაწილი რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას ითხოვდნენ.

ბულგარეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც 2024 წლის დასაწყისიდან რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო.

ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან რუსული ნავთობის მიწოდება განახევრდა, 1-ელი თებერვლიდან 25%-მდე შემცირდა, დღეიდან კი სრულად შეწყდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button