მნიშვნელოვანირეგიონი

“არა რუსეთს”- ლაგოდეხში ალტინფოს დახურვას ითხოვენ

“არა რუსეთს”- ლაგოდეხში ალტინფოსთან ასოცირებული კონსერვატიული პარტიის ოფისის დახურვას ითხოვენ.
ადგილობრივები ოფისთან შეიკრიბნენ, ტრანსპარანტები მიიტანეს და საქართველოს და უკრაინის დროშები გადმოფინეს.
ოფისთან შეკრებილებთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, რომელმაც დროშების ჩამოგლეჯა და ტრანსპარანტების ჩამოხსნა სცადა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა.

” ეს უკვე მეტისმეტია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ვინმე რომ უკრაინის და საქართველოს დროშებს ჩამოგლეჯს. არ შეიძლება საქართველოში პრორუსული პარტიების არსებობა, სირცხვილია, ნამდვილად”- თქვა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ოფისის დახურვის მოთხოვნით, ლაგოდეხში აქციების გაგრძელებას აპირებენ.
ალტინფოს ოფისის აკრძალვას ითხოვენ ახმეტაში, საპროტესტო აქციები კონსერვატიული პარტიის აკრძალვის მოთხოვნით ჩატარდა საგარეჯოშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button