მნიშვნელოვანირეგიონი

“არა, რუსულ კანონს” აქციას თელავშიც შეუერთდნენ

სამოქალაქო აქტივისტები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და თბილისში მიმდინარე აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

” თავისუფლების მოედანი- თელავი” ჯგუფის წევრის, არჩილ მჭედლიშვილის განმარტებით, კანონი ემსახურება რუსულ ინტერესს.

” ამ კანონს სამართლინაად დაარქვა ხალხმა რუსული კანონი. ის ემსახურება ზუსტად იგივე მოვლენების განვითარებას, როგორც , არ ვიცი მერამდენედ, რუსეთში პუტინმა შეინარჩუნა ძალაუფლება. ეს კანონი ემსახურება არა ხალხის ინტერესს, არამედ ძალაუფლების განმტკიცებას. ჩვენ ხელფასს ვუხდით მთავრობას, იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახურონ და არა, რუსულ ინტერესს” – განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.

გასულ წელს, რუსული კანონის მიღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პარლამენტმა კანონი ხელახლა დააინიცირა.

კანონის განხილვის პარალელურად, ამ წუთებში , ხალხმრავალი საპროტესტო აქცია თბილისში მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button