არაბეთის საამიროებში ვაკუუმის მატარებელს გაუშვებენ [Video]

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ამერიკული კომპანია Hyperloop One (H1)-ის პროექტით პირველი ვაკუუმის მატარებელს ააშენებენ, – გვაცნობებს TechCrunch.

გამოცემის ინფორმაციით, პირველი კომერციული ხაზი დუბაიდან აბუ-დაბიმდე აშენდება. მისი სიგრძე 159,4 კილომეტრს შეადგენს. H1-ის გათვლებით, მანძილს, რომელსაც ავტომობილი 2 საათში გადის, ვაკუუმის მატარებელი 12 წუთში დაფარავს.

აღსანიშნავია, რომ Hyperloop-ის (ჰიპერმარყუჟი) იდეა ამერიკელ გამომგონებელსა და ბიზნესმენს, ელონ მასკს ეკუთვნის, რომელიც კომპანიების SpaceX-სა და Tesla Motors-ის იდეოლოგი და დამფუძნებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button