მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არაბი და მუსლიმი ლიდერები რიადში საგანგებო სამიტს მართავენ

საუდის არაბეთში ისლამური და არაბული ქვეყნების სამიტი იმართება. რიადში ღონისძიებაში ათობით ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დღეს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერები, ღაზაში ომის დასრულების შესახებ ერთიანი მოწოდების წარსადგენად, იკრიბებიან.

საგანგებო სამიტი ორ შეხვედრას აერთიანებს, შაბათს – არაბთა ლიგის სამიტს და კვირას – ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრას.

სამიტის მთავარი განსახილველი საკითხი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. როგორც მოსალოდნელია, სამიტზე დაგმობენ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ღაზაში.

რიადში გასამართი საგანგებო სამიტის მიზანს, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის დასრულება და უფრო ფართო, რეგიონული ომის პრევენცია, წარმოადგენს. პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ სამიტის ჩატარების მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, იმის გამო, რომ როგორ შეიძლება მას საგანგებო სამიტი ომის დაწყებიდან 35 დღის შემდეგ ეწოდოს.

ცნობისთვის თავდაპირველი გეგმით, შაბათსა და კვირას საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო ორი საგანგებო სამიტი – ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბთა ლიგის, თუმცა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორ შეხვედრას ერთობლივი სამიტი ჩაანაცვლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button