სპორტ-ნიუსისპორტი

არაბიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. ნასიონალიდან ის 200 000 ევროდ გამოისყიდეს

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს.

შემტევმა იმერულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობილია,რომ პორტუგალიური “ნასიონალი” არაბიძის გამოსასყიდ თანხად,400 000 ევროს ითხოვდა.

კლუბები მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ და საბოლოო თანხა,200 000 ევრო დაასახელეს.

გარდა ამისა,გიორგი არაბიძის შემდგომი ტრანსფერიდან პორტუგალიელები პროცენტებსაც მიიღებენ.

კონტრაქტის პუნქტების შეთანხმების შემდეგ არაბიძე თურქეთში გაფრინდება და ტორპედოს მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button