არანაირი მოლაპარაკება არ იქნება – მამუკა ხაზარაძე აქციაზე მივიდა
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხარაზაძის განცხადებით, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, არ შეიცვლება ცესკო და ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ძალიან ცუდად, მოტყუებით წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაიარი მოლაპარაკება მმართველ გუნდთან პარლამენტში შესვლაზე არ იქნება.
როგორც მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სიყალბე, ტყუილი, ხმების ქურდობა და საქართველოს მიეცეს საშუალება აღმშენებლობა დაიწყოს.
„პროტესტი არის სამართლიანი. ამ ქვეყანაში არჩევნები გააყალბეს, მომავლის პერსპექტივა წაართვეს ჩვენ ქვეყანას. ყველაფერი ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს სიყალბე, ტყუილი, ხმების ქურდობა და ამ ქვეყანს მიეცეს საშუალება, რომ დაიწყოს აღმშენებლობა. სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, სანამ არ შეიცვლება ცესკო, სანამ ეს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ძალიან ცუდად, მოტყუებით, მუხნათურად წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაიარი მოლაპარაკება არ იქნება. ეს დამთავრებული ამბავია! ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ ოპოზიციის თემაზე, ვლაპარაკობთ რიგითი ამომრჩევლის უფლებების დაცვაზე. დემოკრატიის წესებზე ვსაუბროვთ აქ და არაფერ შუაშია ოპოზუიციასთან მოლაპარაკება-არმოლაპარაკება“, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა.