მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან არ მოსულა, ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან – ვაჟა სირაძე

არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა, ძალიან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან – ვაჟა სირაძე
დღეს, 20:55 26
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, დასანქცირების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ტელევიზიების მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება. აღნიშნული განცხადება ვაჟა სირაძემ აშშ-ის საელჩოში გააკეთა, სადაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

“მინდა, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საელჩოს, ისე სრულიად ამერიკელ ხალხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მე და გარკვეული ძალოვნები დასანქცირდა, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ძალიან ცუდია, როცა ასეთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას გარკვეული ტელეარხები არხები ავრცელებთ. მხოლოდ წყაროზე დაყრდნობით არ უნდა თქვათ მსგავსი რამ, ვინაიდან არანაირი სანქცია და შეზღუდვები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მედიის წარმოიდგინებიან თემასთან დაკავშირებით ესაუბრნენ შსს-ს კიდევ ერთ წარმომადგენელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, სულხან თამაზაშვილს. კითხვაზე არის თუ არა ის სანქცირებულთა სიაში, თამაზაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე ვერაფერს იტყვის.

“მრავალი წელია უკვე ჩვენს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღესაც მოგვეცა საშუალება რომ აღვანიშნოთ. კიდევ ერთხელ ქალბატონ ელჩს მადლობას გადავუხდი,” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ამერიკის ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მინდა ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გავქს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button