მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არაქორწინებითი ურთიერთობა ითვლება ცოდვად”

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ქვეყანაში პატრიარქმა დააწესა. დღეს, სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს ხატებით შემოივლიან.  

“დღეს ავღნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ქრისტიანული მწამსისთვის ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი არის მცირე ეკლესია და წმინდა. ამ დღის აღნიშვნით, ჩვენ ყველა ადამიანს ამის დაცვისკენ მოვუწოდებთ.

“გლდანის, ვარკეთილისა და ვაკე-საბურთალოს მხარეს იქნება მსვლელობები მანქანებით, სამღვდელობა ნაკურთხ წყალს ასხურებს და აწყურის ღვთისმშობლის ხატით დალოცავს თბილისს.” – განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანემ.

მოისმინეთ მამა იოანეს ხმა.

დღესვე ასევე მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რასაც ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი გამოეხმაურა.

“კაცის და ქალის მასეთი ურთიერთობა, არაქორწინებითი ურთიერთობა ითვლება ცოდვად. ჩემთვის ეგ მიუღებელია. სასულიერო პირი რომ არ ვიყო, ისედაც მიუღებელია.

“ცხოვრობ მასე, – იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე და თავზე მომახვიო… რატომ აკეთებ პროპაგანდას.” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მოისმინეთ მეუფე იაკობის ხმა.

დღეს, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ზუსტად 30 წელი წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ლგბტ და ქვიარ თემის წევრები ამ დღეს მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცია-მანიფესტაცია იკრძალება. ამიტომ დღეს ონლაინდემონსტრაცია სოციალურ ქსელში გაიმართება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button